суббота, 15 декабря 2018 г.

მეცხრე დღე

ჩემი პრტოექტის პორტფოლიო " ბულინგი"


დღევანდელი დღე პროექტის ბოლო დღე იყო, სადაც შევაჯამეთ ამ ცხრა დღის ნასწავლი მთელი მასალა, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით, რა აქტივობებით გავიყვანოთ მოსწავლეები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე  და ა.შ.  მე ვფიქრობ რომ  მიღებული ცოდნა დამეხმარება უფრო უკეთესად დავგეგმო ჩემი პროექტგაკვეთილი და მოსწავლეებისთვისაც პროექტის კეთების პროცესი უფრო საინტერესო გავხადო, რაც გამოიწვევს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და რაც მთავარია მათში 21 საუკუნის უნარ ჩვევების   და აზროვნების დონის ამაღლებას.

მერვე დღე

    მერვე დღე
  დღეს გავეცანი მე-7 მოდულს ფასილიტაცია-ტექნოლოგიებით,განვიხილეთ კიდევ ერთხელ საკვანძო კითხვები,რაც დამეხმარა პროექტის დაგეგმვაში,თეორიუულად განვიხილეთ და ვისაუბრეთ ფასილიტაციის ნიმუშზე,რომელიც დამეხმარება ცვლილებები შევიტანოგეგმის შაბლონში გავწერო პროცედურები.
  დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ნინოს ნაყოფიერი მუშაობისთვის,ამიმაღლა ცოდნის დონე ფასილიტაციის მხრივ ისევ თეორიულად ,რადგან სინათლე არ 
გვქონდა მთელი ტრენინგის განმავლობაში და ვერ შევძელით ტექნოლოგიების გამოყენება.

пятница, 14 декабря 2018 г.

მეშვიდე დღე

   მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის რუბრიკა

 მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.პროექტების სწავლების წიგნმა მასწავლა მიდგომები დამოუკიდებელი და დიფერენცირებული სწავლების გამოყენებისას,ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში.

суббота, 8 декабря 2018 г.

მეექვსე დღე





 მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
 ჩეკლისტი დამეხმარა მოსწავლემ გააკეთოს აქცენტები პროექტის თემის ძირითად საკვანძო საკითხებზე  და შექმნას პრეზენტაციები.
 შევქმენით რუბრიკა რომელიც დამეხმარება შევაფასო ცოდნა და უნარები საპროექტო თემის საკვანძო საკითხებთან მიმართებაში.

пятница, 7 декабря 2018 г.

მეხუთე დღე




  ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი თუ როგორ უნდა დავიცვა საავტორო     უფლებები ჩემს მიერ მოძიებულ მასალაზე,ასევე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების          რუბრიკა მეწყვილის ბლოგზე პროექტის პრეზენტაციის შესაფასებლად და როგორ             გავუკეთო განმავითარებელი კომენტარი.ასევე ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო                 ნაშრომის შექმნა,სადაც აქცენტი კეტდება საკვანზო საკითხებზე და რომელიც              დაეხმარება მოსწავლეს იმ ცოდნის მიღებაში,რაც პროექტის გასაკეთებლად სჭირდებათ,მოსწავლის ჩეკლისტი კი მოსწავლეს მოამზადებს პრეზენტაციისათვის რაც ხელს შეუწყობს შეაფასოს საკუთარი ნაშრომი.

მეოთხე დღე

 ამ მოდულის შესწავლა დამეხმარება სწორად გამომეყენებინა განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება თავისი ხუთი მიზნით,შემდეგ ეტაპზე  შევადგინე დროში გაწელილი შეფასების გეგმა,ასევე ვისწავლე თანმიმდევრულად გამოვიყენო შეფასების ფორმები პროექტის დაწყებისას,მსვლელობისას და პროექტის დასასრულს, ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება პოვერ-პოინტში.

вторник, 4 декабря 2018 г.

მესამე დღე

   ამ მოდულის შესწავლით შევძლებ დავგეგმო პროექტი,ეფექტურად დაგეგმისათვის გადავხედავ სტანდარტებს,განვსაზღვრავ საგნის სტანდარტის რომელი ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურს,გამოვიყენებ ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევს,რომელი კომპიუტერული უნარების გამოყენება დამჭირდება სტანდარტის გაანალიზების შემდეგ,ჩამოვაყალიბებ სასწავლო მიზანს,განვსაზღვრავ საკვანძო სიტყვებს,რომელიც მოიცავს ზოგად,თემატურ, და შინაარსობრივ კითხვებს.დავგეგმავ აქტივობებს შესაბამისი კითხვებით.

суббота, 1 декабря 2018 г.

მეორე დღე

        ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.უშუალოდ პროექტის გეგმის შაბლონზე,თუ რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება,ასევე გავეცანი პუბლიკაციის ნიმუშებს,სტატიის ჩეკლისტი დამეხმარა სტატიის დაწერაში,ასევე რომელ სამიზნე ჯგუფზეა გათვლილი.შევქმენი პუბლიკაცია ,,სნიპინგის''გამოყენებით სურათის ასატვირთად ბლოგზე.
  შევქმენი პუბლიკაცია თუ როგორ გავაცნო საზოგადოებას ჩემი პროექტი.